
ლანდსბერგისი - "ოცნებას": როგორც ჩანს, ეს სიტყვები მოსკოვში დაგიწერეს
16/12/2024 11:12:24 პოლიტიკა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს მთავრობის დღევანდელ განცხდაებას ეხმიანება ლიეტუვასა და ესტონების მიერ ქართველი ოფიციალური პირების სანქცირების შესახებ.
"ძვირფასო ეგრეთ წოდებულ არჩევნებში თვითგამოცხადებულო გამარჯვებულებო, როგორც ჩანს თქვენ თვითონ არ დაგიწერიათ ეს სიტყვები, მოსკოვში დაგიწერეს.ჩემს ნამდვილ მეგობრებს, საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხს ვუსურვებ წარმატებებს, რომ დაიცვან ის, რაც უყვართ"- წერს ლანდსბერგისი.
საქართველოს მთავრობის განცხადებით, "ესტონეთი და ლიეტუვა უცხო ქვეყნის ადმინისტრაციის კარნახით მოქმედებენ".