Accentnews.ge
შს მინისტრი უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს მდივნად დაინიშნა

შს მინისტრი უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს მდივნად დაინიშნა

19/02/2020 06:08:08 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოს მდივნად დაინიშნა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, მოგახსენოთ სიახლე. მოგეხსენებათ, უშიშროების საბჭო არის უაღრესად მნიშვნელოვანი ორგანო, განსაკუთეებით, რომელიც ეფექტურად უნდა მუშაობდეს და ფუნქციონირებდეს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ უშიშროების საბჭოს ახალ მდივანს. ეს გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური“ , – განაცხადა გიორგი გახარიამ.

უსაფრთხოების საბჭოს მდივნი ლევან იზორია იყო, რომელმაც თანამდებობა რამდენიმე კვირის წინ დატოვა. ის გერმანიაში საქართველოს ელჩად ინიშნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S