
იოზვიაკი: ევროკომისია განსახილველად წამოაყენებს უვიზოს შეჩერებას ქართველი დიპლომატებისთვის, ამისთვის კვალიფიციური უმრავლესობა არის
16/12/2024 13:38:49 პოლიტიკა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოს შესახებ დებატები დასრულდა, როგორც მოსალოდნელი იყო, უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ბლოკავენ , - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, "ევროკომისია განსახილველად წამოაყენებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას ქართველი დიპლომატებისთვის, შესაძლოა ამ კვირაში".
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოს შესახებ დებატები დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ბლოკავენ. თუმცა ევროკომისია განსახილველად წამოაყენებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას ქართველი დიპლომატებისთვის, შესაძლოა ამ კვირაში. ამისთვის კვალიფიციური უმრავლესობა არის“, - წერს რიკარდ იოზვიაკი.