
სალომე ზურაბიშვილი: თბილისის მეტროში „კაცები შავებში“ იმუქრებიან და ძალადობას ავრცელებენ, მოქალაქეების დასაცავად არც პოლიცია და არც სამართალდამცავები არიან!
16/12/2024 17:00:05 პოლიტიკა
თბილისის მეტროში „კაცები შავებში“ ძალადობას ავრცელებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„თბილისის მეტროში „კაცები შავებში“ იგინებიან, იმუქრებიან და ძალადობას ავრცელებენ. მოქალაქეების დასაცავად არც პოლიცია და არც სამართალდამცავები არიან!“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.
სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები მეტროს სადგურ „რუსთაველიდან“, რომელშიც ჩანს, რომ ორი ნიღბიანი მამაკაცი მგზავრს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს. ამასთან, ასევე, ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ აღნიშნული ორი პირი მეტრო "რუსთაველის" ესკალატორზე უცნობ ადამიანებს ემუქრება და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.