
აქტივისტ ნიკო მანაგაძეს 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
16/12/2024 17:07:35 საზოგადოება
ამოქალაქო აქტივისტი ნიკო მანაგაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ოთხდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა გამოიტანა.
ნიკო მანაგაძე ადმინისტრაციული წესით 2 დღის წინ დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.