Accentnews.ge
ნინო ლომჯარია: ევროკავშირის მხრიდან ქართული დიპლომატიური პასპორტების არაღიარება "ქართული ოცნების" ხელისუფლების არაღიარებაა

ნინო ლომჯარია: ევროკავშირის მხრიდან ქართული დიპლომატიური პასპორტების არაღიარება "ქართული ოცნების" ხელისუფლების არაღიარებაა

16/12/2024 17:09:56 პოლიტიკა

ევროკავშირის მხრიდან ქართული დიპლომატიური პასპორტების არაღიარება "ქართული ოცნების" ხელისუფლების არაღიარებაა , - ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამით ევროკავშირმა თქვა, რომ პარლამენტი, მთავრობის წევრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც დიპლომატიური პასპორტით სარგებლობენ, მათთვის არალეგიტიმურები არიან.

„ევროკავშირის მხრიდან ქართული დიპლომატიური პასპორტების არაღიარება "ქართული ოცნების" ხელისუფლების არაღიარებაა. ამით ევროკავშირმა თქვა, რომ პარლამენტი, მთავრობის წევრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც დიპლომატიური პასპორტით სარგებლობენ, მათთვის არალეგიტიმურები არიან“, - წერს ნინო ლომჯარია.

ევროპულმა საბჭომ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისია უკვე წელსვე ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე წინადადებას წარადგენს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S