Accentnews.ge
აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლისგან შუადღის ეთერის დაეთმობას ითხოვენ

აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლისგან შუადღის ეთერის დაეთმობას ითხოვენ

16/12/2024 17:12:56 საზოგადოება

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობასთან აქცია მიმდინარეობს.

მოქალაქეების ნაწილმა ტელევიზიასთან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან მსვლელობით გადმოინაცვლეს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები ჟურნალისტმა ნინო ზაუტაშვილმა გააჟღერა.

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ შუადღის მთლიანი ეთერი დაეთმოს საზოგადოებას, მითუმეტეს ამ სიტუაციაში. აღდგეს რეალური სივრცის მაუწყებლობა. ჩვენ ეს ინფორმაცია არხის მენეჯმენტს მივაწოდეთ როგორც წერილობით, ასევე პირადი შეხვედრის დროს და ველოდებით პასუხს. იმედი გვაქვს, რომ ამ პასუხის შემდეგ ეს ყველაფერი განხორციელდება. ჩვენ ვიმუშავებთ თქვენთვის, რადგან ვთვლით რომ ჩვენი და თქვენი პრობლემები არის საერთო“, - განაცხადა ჟურნალისტმა ნინო ზაუტაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S