
მეცოლა: "ევროპარლამენტში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოვიწვიეთ"
16/12/2024 17:44:42 პოლიტიკა
"ევროპარლამენტში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოვიწვიეთ" - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტში პლენარული სხდომის გახსნისას განაცხადა.
მან ევროპარლამენტის სახელით ქართველ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა და თქვა, რომ "ქართული ოპოზიციის, მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მედიის წინააღმდეგ რეპრესიებს გმობენ".
მისივე თქმით, "ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის 27-ივე წევრ სახელმწიფოს, გაერთიანდნენ და სასანქციო ზომების შესახებ შეთანხმებას მიაღწიონ".
მეცოლამ ქართველ ხალხს მიმართა:
"ჩვენ გხედავთ, გისმენთ და თქვენს გვერდით ვდგავართ. ეს პარლამენტი კატეგორიულად გმობს ქართული ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიებს და ძალის გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, ეს ქმედებები საქართველოს ევროპულ გზასთან შეუთავსებელია. ჩვენი მოწოდება გადამწყვეტი ქმედებებია, მათ შორის სანქციების დაწესება პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ და მოვუწოდებთ 27-ვე წევრ სახელმწიფოს, გაერთიანდნენ და ამ ზომების შესახებ შეთანხმებას მიაღწიონ".