
მილერი: ვამზადებთ დამატებითი სანქციების პაკეტს
16/12/2024 19:37:21 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა მეთიუ მილერმა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა.
"ჩვენ ღრმა შეშფოთება გამოვთქვით ქართული დემოკრატიის მდგომარეობასთან და იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა დემოკრატიისთვის ძირის გამოსათხრელად. ჩვენ პარასკევს დავაწესეთ 20 ახალი სავიზო შეზღუდვა მთავრობასთან დაკავშირებულ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე და ჩვენ გვაქვს სხვა ქმედებები, მზად ვართ, ისინი უახლოეს კვირებში განვახორციელოთ. [...] ვამზადებთ დამატებითი სანქციების პაკეტს", – განაცხადა მან.
13 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს კიდევ ოცამდე მოქალაქეს, რომელთა შორის, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, არიან მინისტრები, პარლამენტის წევრები, სამართალდამცავი უწყებების და უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობის პირები და კერძო მოქალაქეები.