Accentnews.ge
კარდინი: "პრეზიდენტმა ბაიდენმა ანგარიშვალდებული უნდა გახადოს ისინი, ვინც პასუხისმგებელია ამ ძალადობრივი რეპრესიების ორკესტრირებაზე, მათ შორის გლობალური მაგნიტსკის სანქციების დაწესებით"

კარდინი: "პრეზიდენტმა ბაიდენმა ანგარიშვალდებული უნდა გახადოს ისინი, ვინც პასუხისმგებელია ამ ძალადობრივი რეპრესიების ორკესტრირებაზე, მათ შორის გლობალური მაგნიტსკის სანქციების დაწესებით"

17/12/2024 06:04:44 პოლიტიკა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სენატორმა ბენ კარდინი საქართველოში ბოლო პრიოდში განვითაარებულ მოვლენებს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ "პრეზიდენტმა ბაიდენმა ანგარიშვალდებული უნდა გახადოს ისინი, ვინც პასუხისმგებელია ამ ძალადობრივი რეპრესიების ორკესტრირებაზე, მათ შორის გლობალური მაგნიტსკის სანქციების დაწესებით".

“ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ჭეშმარიტი ბუნება საკუთარ მედროშედ ცნობილი ანტიამერიკული პროვოკატორის, მიხეილ ყაველაშვილის შერჩევით. ბ-ნი ყაველაშვილი ცენტრალური ფიგურაა საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაში, მათ შორის მისი რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის თანაავტორობაში.

როდესაც ქართველი ხალხი შაბათს მასობრივად შეიკრიბა ანტიდემოკრატიული ფიგურის აღზევების გასაპროტესტებლად, უსაფრთხოების ძალები მათ წამებითა და სისასტიკით შეხვდნენ. „ქართულმა ოცნებამ“ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ძალადობრივი თავდასხმა უდანაშაულო მოქალაქეებზე და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული მომიტინგე, მათ შორის არასრულწლოვანები, რომლებიც ციხეში იმყოფებიან.

პრეზიდენტმა ბაიდენმა ანგარიშვალდებული უნდა გახადოს ისინი, ვინც პასუხისმგებელია ამ ძალადობრივი რეპრესიების ორკესტრირებაზე, მათ შორის გლობალური მაგნიტსკის სანქციების დაწესებით. ახლა არის დრო, როდესაც შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები მტკიცედ უნდა დადგნენ ქართველ ხალხთან დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ სწრაფვაში", – აცხადებს კარდინი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S