
კობახიძე: "საქართველოში ყველაფერი არის კარგად, გერმანიისა და საფრანგეთისგან განსხვავებით, სადაც კრიზისია"
17/12/2024 07:51:20 პოლიტიკა
"საქართველოში ყველაფერი არის კარგად, კონკრეტული ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩამოყალიბებულია მყარი უმრავლესობა, პარლამენტი მუშაობს, მთავრობა მუშაობს, პრეზიდენტი დაიწყებს მუშაობას 29 დეკემბრიდან. შესაბამისად, საქართველოში არის განსხვავებული ვითარება გერმანიისა და საფრანგეთისგან განსხვავებით, სადაც კრიზისია. სწორედ ამას ვერ ეგუებიან კონკრეტული მაღალჩინოსნები ევროკავშირში. სწორედ სტაბილურობა არის ის, რაც მათ ასე ძალიან აღიზიანებთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.