
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი „ოცნების“ ხელისუფლებას "რუსეთის მარიონეტებად" მოიხსენიებს
17/12/2024 09:38:55 პოლიტიკა
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი დოვილე შაკალიენე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას "რუსეთის მარიონეტებად" მოიხსენიებს.
"ლიეტუვა, რომელმაც მოახერხა რუსეთთან დაკავშირებული ოლიგარქებისგან თავის დაღწევა, მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობას ჩაგვრისგან გათავისუფლებისთვის ბრძოლაში. გამაგრდით, რუსეთის მარიონეტები დიდხანს ვერ ძლებენ. იმედია, ერთ დღეს გნახავთ ევროკავშირში“, – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.