Accentnews.ge
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი – საქართველოზე: ეს პირველი შემთხვევაა, როცა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა სწრაფად და საგრძნობლად უხვევს ევროპული გზიდან

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი – საქართველოზე: ეს პირველი შემთხვევაა, როცა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა სწრაფად და საგრძნობლად უხვევს ევროპული გზიდან

17/12/2024 11:23:42 პოლიტიკა

"თითქმის 3 კვირის განმავლობაში, ქართველი ხალხი აპროტესტებს მთელ ქვეყანაში, დემოკრატიულ უკუსვლას და იცავს ევროპულ მომავალს. უპრეცედენტო პროტესტი გამოიწვია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ 2028 წლის ბოლომდე არ გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან. ეს არის გადახვევა წინა ქართული მთავრობების პოლიტიკისგან. ეს პირველი შემთხვევაა, როცა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა სწრაფად და საგრძნობლად უხვევს ევროპული გზიდან. სიტუაცია საქართველოში უარესდება, ბოლო 5 კვირის განმავლობაში რამდენიმე ათეული ადამიანი იქნა დაკავებული და 300 -მა განიცადა ძალადობა. პოლიციამ დააკავა 200-ზე მეტი ინდივიდი, თუმცა არავინ მოძალადე ჯგუფებიდან და არც ის სამართალდამცავები, რომლებმაც ძალადობა გამოიყენეს. ეს არ არის იზოლირებული ინციდენტები, არამედ, უფრო დიდი სისტემური პრობლემა. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, რომლებიც სერიოზული დარღვევებით აღინიშნა, ხელისუფლებამ მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და ასევე ე.წ. „ოჯახური ღირებულებების“ საკანონმდებლო პაკეტი, ორივე აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ევროპულ ღირებულებებსა და ნორმებს ეწინააღმდეგება, ივნისში, ჩვენ ვუპასუხეთ გარკვეული ზომებით, მათ შორის, პოლიტიკური კონტაქტების შემცირებით და დახმარების შეწყვეტით - 30 მილიონი ევრო ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში და 121 მილიონი ევრო მთავრობის პირდაპირი დახმარების სახით - შეჩერდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი. საქართველოს მთავრობამ მოქმედების კურსი არ შეცვალა. დრო იყო ევროკავშირს გადამწყვეტი და ერთიანი რეაგირება მოეხდინა. ეს არის ის, რის გაკეთებასაც ჩვენგან ქართველი ხალხი ელის. ძალადობაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ და ხელისუფლებამ უნდა გადადგას სასწრაფო ნაბიჯები რეპრესიების შესაჩერებლად, დაკავებული დემონსტრანტების გასათავისუფლებლად და ხელახლა ჩაერთოს გაწევრიანების პროცესში“, - ამის შესახებ დემოკრატიისა და დემოგრაფიის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, დუბრავკა შუიცამ ევროპარლამენტში განაცხადა, რომელმაც განცხადება ევროკომისიის სახელით გააკეთა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S