
იუკნევიჩიანე: "მოვუწოდებთ წევრ ქვეყნებს, დაუწესონ სანქციები იმ ადამიანებს, ვინ არჩევნების გაყალბებასა და ძალადობაზე არიან პასუხისმგებელი"
17/12/2024 11:36:06 პოლიტიკა
"საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არის ევროპული საქართველოს ლიდერი და ახლა, ის მოემართება სტრასბურგში, რათა მოგვმართოს ჩვენ, ევროკავშირის დემოკრატიის გულში. "არის თუ არა იმედი?" ეს არის ყველაზე ხშირი შეკითხვა საქართველოში, დიახ, იმედი არის. როცა თბილისში ვიყავი გასულ კვირას, ვნახე იმედიანი ხალხი, ევროკავშირის დროშებით, რომლებიც აფრიალებენ ამ დროშებს არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ მთელ ქვეყანაში. ადამიანები, მათ შორის ჟურნალისტები აწამეს და სცემეს, მაგრამ ისინი მაინც გამოდიან დემონსტრაციებზე. საქართველო არის სახელმძღვანელო იმისა, თუ როგორ ერევა რუსეთი ქვეყნების დემოკრატიულ სისტემებში და როგორ იბრძვის ხალხი, ერთი გასროლის გარეშე. ევროკავშირის ინსტიტუტებმა არ უნდა დახუჭონ თვალი. სახალხო პარტიის პოზიცია არის მკაფიო: არჩევნები იქნა მოპარული და ვერ ვხედავთ სხვა გზას, გარდა იმისა, რომ ახალი არჩევნები გაიმართოს. სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი, ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი.
ჩვენ, მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, რომ დააწესონ სანქციები იმ ადამიანებზე, ვინც გაყალბებულ არჩევნებსა და ძალადობაზე არიან პასუხისმგებელი. მოვუწოდებთ წევრი სახელმწიფოების მინისტრებს, რომ ესტუმრონ საქართველოს ევროპული მისიებით. ჩვენ, მოვუწოდებთ, რომ მივიღოთ გადაწყვეტილებები და არ მივცეთ პუტინს საშუალება, რომ გაანადგუროს კიდევ ერთ დემოკრატია ევროპის კონტინენტზე", – ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა და საქართველოს საკითხებში მუდმივმა მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.