Accentnews.ge
ბუქარესტი თბილისს შიდა განხილვებისას რუმინეთის მიერ დაფიქსირებული პოზიციის არაზუსტ ინტერპრეტირებაში ადანაშაულებს

ბუქარესტი თბილისს შიდა განხილვებისას რუმინეთის მიერ დაფიქსირებული პოზიციის არაზუსტ ინტერპრეტირებაში ადანაშაულებს

17/12/2024 16:22:19 პოლიტიკა

ბუქარესტი თბილისს შიდა განხილვებისას რუმინეთის მიერ დაფიქსირებული პოზიციის არაზუსტ ინტერპრეტირებაში ადანაშაულებს.

"ღრმად ვარ იმედგაცრუებული ევროკავშირის დონეზე გამართული შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოჩენის გადაწყვეტილებით. ვისარგებლებთ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას ევროკავშირში გაწევრიანების დიალოგთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების და ქართველი ხალხის კანონიერი პროტესტის ძალადობრივი გზით რეპრესირების გამო", – ნათქვამია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 16 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოზე, მათ შორის რუმინეთმა ქართველი ხალხის ინტერესები დაიცვა:

„მინდა მადლობა გადავუხადო ხუთ კონკრეტულ ქვეყანას, რომლებმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე. ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი. მათ დაიცვეს ქართველი ხალხის ინტერესები ევროკავშირის საბჭოზე“.

ამასთან, კობახიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის საჯაროდ გახდა ცნობილი 5 ქვეყნის თაობაზე, თუმცა საბჭოს შემდეგ სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა მინისტრები აკეთებდნენ სანქციების საწინააღმდეგო განცხადებებს ბრიფინგებზე, თუ ინტერვიუების დროს.

„შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია 5 ქვეყანაზე, თუმცა უნდა ვიფიქროთ, რომ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ, კიდევ უფრო ფართოა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ყველა ქვეყანასთან, რომელიც მხარს უჭერს ქართველ ხალხს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S