Accentnews.ge
პოლონეთი უკრაინას 100 მლნ დოლარს გამოუყოფს

პოლონეთი უკრაინას 100 მლნ დოლარს გამოუყოფს

17/12/2024 17:25:29 მსოფლიო

პოლონეთი უკრაინის დახმარების 46-ე პაკეტს ამზადებს. მისი მოცულობა 100 მილიონი ევრომდე იქნება და კიევი მას იანვარში მიიღებს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა ლვოვში, სადაც მან მოლაპარაკებები გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

„მთავარი, რაც ახლა გვჭირდება, არის უკრაინის სასწრაფოდ გაძლიერება ბრძოლის ველზეც, პოლიტიკურადაც და გეოპოლიტიკურადაც. როგორ გვქონდეს ამ გაძლიერებაზე ერთნაირი ხედვა ყველა ლიდერთან ერთად, პირველ რიგში ევროპის ლიდერებთან [ერთად]", - განაცხადა ზელენსკიმ.

ბრიუსელის მოლაპარაკებების ფარგლებში, რომელიც ოთხშაბათს გაიმართება, ზელენსკის დაგეგმილი აქვს შეხვედრები დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთისა და ნატოს წევრი სხვა ქვეყნების ლიდერებთან. ასევე დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S