
სტუდენტებმა თეატრალური უნივერსიტეტის ფოიე დაიკავეს, ისინი რექტორთან შეხვედრას ითხოვენ
17/12/2024 18:24:14 საზოგადოება
სტუდენტების ნაწილმა თეატრალური უნივერსიტეტის ფოიე დაიკავა. ისინი რექტორთან შეხვედრას ითხოვენ.
"ველოდებით რექტორისგან განაცხადს, რომელიც იქნება სოლიდარობა ჩვენი დაპატიმრებული კოლეგების და იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დაშავდნენ აქციების დროს. გვინდა იყოს ეს განაცხადა უფრო მკაფიო“, - ამბობს ერთ–ერთი სტუდენტი.
სტუდენტების თქმით, ადგილზე მანამ დარჩებიან, ვიდრე რექტორი მათ არ შეხვდება.