Accentnews.ge
ჩეხეთი საქართველოს სამოქალაქო სექტორსა და დამოუკიდებელ მედიას 230 000 ევროს გამოუყოფს

ჩეხეთი საქართველოს სამოქალაქო სექტორსა და დამოუკიდებელ მედიას 230 000 ევროს გამოუყოფს

17/12/2024 19:18:48 პოლიტიკა

ჩეხეთი საქართველოს სამოქალაქო სექტორსა და დამოუკიდებელ მედიას 230 000 ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ჩეხეთი გმობს საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ბოლოდროინდელ ძალადობას და სოლიდარობას უცხადებს ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს. დღეს ჩვენ ვამყარებთ ჩვენს ვალდებულებას საქართველოს სამოქალაქო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიისთვის 230 000 ევროს ოდენობის გადაუდებელი დახმარების გამოყოფით", – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S