
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით ხვალ გამოვა
17/12/2024 19:57:56 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით ხვალ გამოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტს ადმინისტრაცია ავრცელებს.
მისივე ცნობით, სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში უკვე ჩავიდა
„პრეზიდენტი სტრასბურგში ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას მიწვევით გაემგზავრა, რომელმაც გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის მიმართ ევროპარლამენტის სოლიდარობა და კიდევ ერთხელ დაგმო დემონსტრანტების მიმართ ძალადობა”, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.