Accentnews.ge
საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვია

საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვია

18/12/2024 05:36:45 პოლიტიკა

7 დეკემბერს, საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე ვიზიტით ეწვია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ალენ ბერსეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე საგარეოს ცნობით, ალენ ბერსე შეხვედრებს გამართავს "ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, არჩეულ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 17-21 დეკემბერს იმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S