Accentnews.ge
მილერი: თქვენ იცით, ვინ არის საქართველოს სათანადოდ არჩეული პრეზიდენტი

მილერი: თქვენ იცით, ვინ არის საქართველოს სათანადოდ არჩეული პრეზიდენტი

18/12/2024 05:51:55 პოლიტიკა

თქვენ იცით, ვინ არის სათანადოდ არჩეული პრეზიდენტი, - ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა საქართველოს პრეზიდენტის შესახებ დასმულ შეკისთვას.

კერძოდ, ჟურნალისმა ბრიფინგზე მილერს ჰკითხა, "ვინ არის საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი?"

"თქვენ იცით, ვინ არის სათანადოდ არჩეული პრეზიდენტი" , - უპასუხა მეთიუ მილერმა ჟურნალისტს.

მან ასევე თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ვადის ამოწურვამდე დააწესებს დამატებით სანქციებს "ქართული ოცნების" მთავრობის წინააღმდეგ.

"ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ სანქციები არის ერთადერთი ხელსაწყო, ჩვენი ხელსაწყოების ყუთში. სანქციები ერთ-ერთი საშუალებაა... როცა საქართველოზე ვსაუბრობთ, თუ დააკვირდებით ჩვენს მიერ გადადგმულ ქმედებებს, ჩვენ საკმაოდ მკაფიოები ვიყავით საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის თვალსაზრისით, რომელსაც ვხედავდით ქვეყანაში. ამის საპასუხოდ მკაფიოები ვიყავით. გამოცხადდა ურთიერთობების ფუნდამენტური გადახედვა საქართველო-აშშ-ის შორის, ამის ფარგლებში, ჩვენ უკვე შევზღუდეთ საქართველოს მთავრობის დაფინანსება 95 მილიონი დოლარით, რადგან სერიოზული შეშფოთება გვაქვს მათ ქმედებებთან დაკავშირებით...

ჩვენ დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები 100-ზე მეტ პირზე, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ან თანამონაწილეები იყვნენ ქართული დემოკრატიის შელახვაში და შევაჩერეთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მექანიზმი. ასე რომ, საპასუხოდ ერთგვარ კითხვაზე, თუ რას დასჭირდა ამდენი დრო, არ არის ისე, რომ ჩვენ არაფერს ვაკეთებდით მთელი ამ ხნის განმავლობაში. ჩვენ ვდგამდით ნაბიჯებს, რათა ნათლად გამოგვეხატა ჩვენი შეშფოთება და მართლაც - ეს მნიშვნელოვანია - მივცეთ საქართველოს მთავრობას კურსის შებრუნების შანსი, არა? ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მათთვის ხელმისაწვდომი იყო ალტერნატიული გზა, გზა, რომლისკენაც მათი ხალხი მოუწოდებს. და დროდადრო, როცა არჩევანის წინაშე დგებოდნენ, ამ გზას არ ირჩევდნენ.

ასე რომ თქვენ ნახეთ, როგორ გავამკაცრეთ ჩვენი პასუხი და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პასუხის გამკაცრებას, მათ შორის დამატებითი სანქციებით. მე წინასწარ არ ვიტყვი რა ხასიათის სანქციები იქნება. მაგრამ ჩვენი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, დიახ, ჩვენ დავუწესებთ დამატებით სანქციებს საქართველოს მთავრობას",- თქვა მილერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S