
ნოემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი აშშ-დან შემოვიდა
18/12/2024 06:06:44 ეკონომიკა, საზოგადოება
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 266.7 მლნ აშშ დოლარი (729.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.6%-ით ნაკლებია 2023 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
შემოსული გზავნილების 18.77% ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის - 50.05 მილიონი დოლარი, რაც 21.61%-ით მეტია 2023 წლის ნოემბერთან შედარებით. მეორე ადგილზეა იტალია (16.93%), საიდანაც გასულ თვეში 45.16 მილიონი დოლარი გადმოირიცხა - ეს წინა წელთან შედარებით 4.4%-იანი მატებაა.
მესამე ადგილზეა რუსეთი (11.16%) 29.76 მილიონი აშშ დოლარით, რაც 2023 წლის ნოემბერთან შედარებით 60.63%-იანი კლებაა.
ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
- აშშ - $50.05 მლნ;
- იტალია - $45.16 მლნ;
- რუსეთის ფედერაცია - $29.76 მლნ;
- გერმანია - $23.77 მლნ;
- საბერძნეთი - $21.46 მლნ;
- ისრაელი - $21.43 მლნ;
- თურქეთი - $8.49 მლნ;
- ყირგიზეთი - $8.01მლნ;
- ყაზახეთი - $8 მლნ;
- ესპანეთი - $5.69 მლნ;
- ირლანდია - $5.54 მლნ;
- საფრანგეთი - $4.98 მლნ;
- აზერბაიჯანი - $3.79 მლნ;
- გაერთიანებული სამეფო - $3.56 მლნ;
- პოლონეთი - $2.68 მლნ.