Accentnews.ge
"დარბევიდან აფეთქებაზე გადავიდნენ" - "ერთიანობის" ოფისს თავს დაესხნენ

"დარბევიდან აფეთქებაზე გადავიდნენ" - "ერთიანობის" ოფისს თავს დაესხნენ

18/12/2024 06:24:25 პოლიტიკა, სამართალი

გორში "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ოფისს უცნობი პირი დაესხა თავს. ეს თავდასხმის პირველი შემთხვევა არაა.

როგორც ოფისში აცხადებენ, პირმა გამოიყენა უცნობი ასაფეთქებელი ნივთიერება.

პარტიაში აღნიშნულს დაშინების მცდელობად აღიქვამენ და პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ:

"დარბევიდან აფეთქებაზე გადავიდნენ",- ამბობენ "ერთიანობის" გორის ოფისში.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. კადრებში ჩანს შენიღბული პირი, რომელიც ოფისის ფანჯარასთან ამაგრებს ასაფეთქებელ საშუალებას, რომელიც მოქმედებაში მოდის. თავად პირი კი ტოვებს ტერიტორიას.

პარტიაში აცხადებენ, რომ ადგილზე მივიდნენ სამართალდამცველები, თუმცა გამოძიების იმედი არ აქვთ, რადგან წარსულში მომხდარ არაერთ თავდასხმაზე შედეგი არ დამდგარა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S