Accentnews.ge
ალან ბერსე: ევროპის საბჭო გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და ჯანსაღ დემოკრატიულ დებატებს მხარს უჭერს

ალან ბერსე: ევროპის საბჭო გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და ჯანსაღ დემოკრატიულ დებატებს მხარს უჭერს

18/12/2024 06:52:16 პოლიტიკა

ევროპის საბჭო გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და ჯანსაღ დემოკრატიულ დებატებს მხარს უჭერს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე სოციალურ ქსელში წერს.

„ინსტიტუციური შეხვედრების წინ სამოქალაქო საზოგადოებასთან აზრთა ღია და სიღრმისეულ გაცვლას ჰქონდა ადგილი. ევროპის საბჭო გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და ჯანსაღ დემოკრატიულ დებატებს მხარს უჭერს“, - წერს ალან ბერსე.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე თბილისში დღეს ჩამოვიდა.

ევროსაბჭო ხაზს უსვამს, რომ ვიზიტის ფონია ძლიერი დაძაბულობა, პოლიტიკური დებატების უკიდურესი პოლარიზაცია და ბოლო კვირებში მომხდარი ძალადობის აქტები.

ვიზიტის წინ გენერალური მდივანი მიესალმა პატიმრობიდან ოპოზიციის წარმომადგენლების, ალექსანდრე ელისაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებას.

საქართველოში არსებულ დაძაბულ და შეშფოთების გამომწვევ ვითარებაში ევროპის საბჭო ყველა მხარეს მოუწოდებს, თავიდან აიცილონ ნებისმიერი ესკალაცია, ხოლო ხელისუფლებას - თავი შეიკავოს ძალის არაპროპორციული გამოყენებისგან და პატივი სცეს გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S