
ლექსმანი: ჩვენ არ უნდა ვიყოთ გულგრილად, როდესაც ქართველი ხალხი იცავს თავისუფლებას
18/12/2024 07:01:01 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სტრასბურგში ვიზიტს ეხმაურება.
"ჩვენ არ შეგვიძლია და არ უნდა ვიყოთ გულგრილად მაშინ, როცა ქართველი ხალხი იცავს თავის თავისუფლებას. პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართვა ევროპარლამენტში ეს არის პატივიც და ჩვენი მოვალეობის შეხსენებაც", - წერს ლექსმანი.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით ხვალ გამოვა.
„პრეზიდენტი სტრასბურგში ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას მიწვევით გაემგზავრა, რომელმაც გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის მიმართ ევროპარლამენტის სოლიდარობა და კიდევ ერთხელ დაგმო დემონსტრანტების მიმართ ძალადობა”, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.