
პრეზიდენტი: გადამწყვეტი დრო დგას, რადგან ვგრძნობთ, რომ 1921 წელში ვიმყოფებით და მოვლენები მეორდება
18/12/2024 07:59:48 პოლიტიკა
მადლობა, რომ მომეცით საშუალება, საქართველოსთვის ამ გადამწყვეტ მომენტში ვიყო აქ და მოგაწოდოთ ინფორმაცია, რა ხდება ჩემს ქვეყანაში,- ამ სიტყვებით დაიწყო ევროპარლამენტში საკუთარი გამოსვლა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
„გადამწყვეტი დრო დგას, რადგან ვგრძნობთ, რომ 1921 წელში ვიმყოფებით და მოვლენები მეორდება და ეს ალბათ ხსნის სიმამაცეს და შემართულობას, რომლითაც დღეს საქართველოს მოსახლეობა რეაგირებს იმაზე, რასაც ხედავენ - ღრმა უკუსვლაზე მათ მომავალთან, თავისუფლებასთან, დამოუკიდებლობასთანაც მიმართებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ოფიციალურად დღის წესრიგში არ დგას. ადამიანები უკვე 21 დღეა, ქუჩებში არიან. ძალიან საინტერესო მოძრაობა ჩამოყალიბდა - დღისა და ღამის განმავლობაში მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტი იღებს მონაწილეობას [პროტესტში] და ეს მოძრაობა მოიცავს მთელს საზოგადოებას“,- თქვა პრეზიდენტმა.
მან ევროპელ პოლიტიკოსებს შეახსენას, რომ პროტესტი მხოლოდ 28 ნოემბრიდან არ დაწყებულა: იყო გაზაფხულზე, როდესაც „აგენტების კანონი“ მეორედ დააყენეს დღის წესრიგში და საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც.
„ეს პროცესები ახასიათებდა საქართველოს მუდამ, როდესაც გრძნობდა მოსახლეობა, რომ არსებობდა საფრთხე იმასთან მიმართებით, როგორც აღიქვამენ თავისუფლებას, ევროპულობას, დამოუკიდებლობას. საქართველოში არასდროს ყოფილა მასობრივი პროტესტი სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა ბევრი მიზეზია - სიტუაცია ამ საკითხებთან მიმართებაში არ არის მაინც და მაინც დამაკმაყოფილებელი, პირიქით რომ არ ვთქვა. ერთადერთი შემთხვევა, როდედაც ადამიანები, როდესაც მასობრივად გავიდნენ ქუჩაში, ეს იყო, როდესაც გრძნობდნენ, რომ იყო ეგზისტენციალური საკითხი. დღეს ეს ხდება. ეს გახლავთ მშვიდობიანი მოძრაობა, მასიური სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა და ორ რამეს მოითხოვს: დამიბრუნე ჩემი ხმა, დამიბრუნე ჩემი მომავალი, რაც მთავარია, ევროპული მომავალი - მოთხოვნა დგას ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით“,- თქვა პრეზიდენტმა.
მან თქვა, რომ ეს არ გახლავთ რევოლუციური მოძრაობა თავისი არსით იმიტომ, რომ არ არსებობს მსგავსი მოთხოვნა:
"მოთხოვნაა, დავუბრუნდეთ არჩევნებს მშვიდობიან გარემოში და დავინახოთ, სად არის ადამიანების ნება დღეს, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ - მათ უნდათ, ეს დემოკრატიულად მოხდეს კენჭისყრის სახით.
საქართველოს ორი ნაწილი, როგორც ასეთი, არ არსებობს, რომ ჩვენ შეიძლება მივდიოდეთ სამოქალაქო კონფროტაციისკენ. არ არსებობს ორი მხარე: არის ერთი მხარე - ხალხი და მეორე მხარეს რეპრესიული აპარატი ხელისუფლების. დემონსტრაციისთვის მინდა, გითხრათ, რომ მმართველი პარტია დემონსტრაციულად დადგა რუსულ გზაზე და ამას ისე აჩვენებს, თითქოს ევროპისკენ სურს მოძრაობა. რატომ? იმიტომ, რომ მათ მხარდამჭერებსაც სურთ ევროპული გზა. 80% საქართველოს მოსახლეობისა ევროპული გზას უჭერს მხარს და ეს ციფრებს გვანახებს ყველა საზოგადოებრივი აზრის კვლევა და არჩევნები. „ქართული ოცნების“ ლიდერები ამ იმედის შენარჩუნებას ნაწილობრივ ცდილობენ“.