
მეცოლა – ევროკავშირის წევრ ქვეყნებს: გაერთიანდით და მიაღწიეთ შეთანხმებას სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დარღვევებზე
18/12/2024 07:56:28 პოლიტიკა
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, სანქციები დაუწესონ მათ, ვინც საქართვეელოში დარღვევებზეა პასუხსმგებელი. ევროპარლამენტმა, დღეს, 18 დეკემბერს გაავრცელა მეცოლას ეს განცხადება, რომელიც მან თავდაპირველად 17 დეკემბერს ევროპარლამენტში პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
"ევროპარლამენტი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თბილისის ქუჩებში დაახლოებით ორი კვირაა, მშვიდობიანად დგას და ითხოვს ევროპულ მომავალს. ევროპარლამენტი გმობს ქართული ოპოზიციის მიმართ რეპრესიებს და ძალის გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ეს ქმედებები შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის გზასთან. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოვუწოდებთ გადამწყვეტი ქმედებებისკენ, მათ შორის სანქციების დაწესებით მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია დარღვევებზე და მოვუწოდებთ ევროკავშირის ყველა – 27–ვე წევრ ქვეყანას გაერთიანდენენ და მიაღწიონ შეთანხმებას ამ ზომებზე", –ასე მიმართა მეცოლამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს 17 დეკემბერს.
ამ წუთებში ევროპარლამენტში სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვლი გამოდის.