Accentnews.ge
პრეზიდენტი: საქართველოში ორი მხარე არ არსებობს, რომ ჩვენ შეიძლება მივდიოდეთ სამოქალაქო კონფროტაციისკენ - არსებობს ხალხი და ხელისუფლების რეპრესიული აპარატი

პრეზიდენტი: საქართველოში ორი მხარე არ არსებობს, რომ ჩვენ შეიძლება მივდიოდეთ სამოქალაქო კონფროტაციისკენ - არსებობს ხალხი და ხელისუფლების რეპრესიული აპარატი

18/12/2024 08:16:36 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ქართული პროტესტის ხასიათს.

კერძოდ, მან თქვა, რომ ქვეყანაში მასოვრივი პროტესტი არ იმართება ხოლმე სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით მიუხედავად ამ თვალსაზრისითაც არც თუ სახარბიელო მოცემულობისა, თუმცა ქუჩაში ადამიანები მასობრივად გადიან, როდესაც საქმე ეხება ეგზისტენციალურ საკითხებს - თავისუფლებას, დამოუკიდებლობას.

„დღეს ეს ხდება. ეს გახლავთ მშვიდობიანი მოძრაობა, მასიური სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა და ორ რამეს მოითხოვს: დამიბრუნე ჩემი ხმა, დამიბრუნე ჩემი მომავალი, რაც მთავარია, ევროპული მომავალი - მოთხოვნა დგას ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით“,- თქვა პრეზიდენტმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის რევოლუციური მოძრაობა თავისი არსით, იმიტომ, რომ არ არსებობს მსგავსი მოთხოვნა:

"მოთხოვნაა, დავუბრუნდეთ არჩევნებს მშვიდობიან გარემოში და დავინახოთ, სად არის ადამიანების ნება დღეს, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ - მათ უნდათ, ეს დემოკრატიულად მოხდეს კენჭისყრის სახით“.

მისივე თქმით, რეალურად ქართულ საზოგადოებაში არ არსებობს ორი დაპირისპირებული მხარე:

„საქართველოს ორი ნაწილი, როგორც ასეთი, არ არსებობს, რომ ჩვენ შეიძლება მივდიოდეთ სამოქალაქო კონფროტაციისკენ. არ არსებობს ორი მხარე: არის ერთი მხარე - ხალხი და მეორე მხარეს რეპრესიული აპარატი ხელისუფლების. დემონსტრაციისთვის მინდა, გითხრათ, რომ მმართველი პარტია დემონსტრაციულად დადგა რუსულ გზაზე და ამას ისე აჩვენებს, თითქოს ევროპისკენ სურს მოძრაობა. რატომ? იმიტომ, რომ მათ მხარდამჭერებსაც სურთ ევროპული გზა. 80% საქართველოს მოსახლეობისა ევროპული გზას უჭერს მხარს და ეს ციფრებს გვანახებს ყველა საზოგადოებრივი აზრის კვლევა და არჩევნები. „ქართული ოცნების“ ლიდერები ამ იმედის შენარჩუნებას ნაწილობრივ ცდილობენ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S