Accentnews.ge
მეცოლა: ევროპარლამენტი მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით ევროპისკენ თქვენს გზაზე და ჩვენი კარი ყოველთვის რჩება ღია

მეცოლა: ევროპარლამენტი მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით ევროპისკენ თქვენს გზაზე და ჩვენი კარი ყოველთვის რჩება ღია

18/12/2024 08:27:23 პოლიტიკა

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა.

მისი თქმით, ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას.

„თქვენ ბოლოს როდესაც სტუმრობდით ევროპარლამენტს, განვიხილავდით თქვენი ქვეყნის პროგრესს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზაზე. დღეს ეს გზა საფრთხის წინაშეა. ევროპარლამენტი გმობს რეპრესიების ნებისმიერ ფორმას ოპოზიციის წინააღმდეგ და მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავების ფაქტებს. ეს ქმედებები იწვევს ჩვენ მიერ ბოლო წლებში ერთობლივად გადადგმული წარმატებული ნაბიჯების უკუსვლას. შექმნილ ვითარებაზე საპასუხოდ ეს ევროპარლმენტი გამოვიდა გადამწყვეტი მოქმედებებისკენ მოწოდებით და ჩვენ ვიმეორებთ ამ მოწოდებას ახლა. მე ვიცი, რომ საქართველოში ბევრი შიშობს საკუთარი ქვეყნის მომავლის გამო, ასევე ვიცი, რომ ვსაუბრობ ევროპარლამენტის სახელით, როდესაც ვეუბნები ყველა ქართველს, რომელიც იყურება ევროპისკენ მხარდაჭერისთვის, რომ ისინი მარტო არ არიან – ჩვენ გხედავთ, გვესმის თქვენი და ჩვენ თქვენთან ვართ. ევროპარლამენტი მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით ევროპისკენ თქვენს გზაზე და ჩვენი კარი ყოველთვის რჩება ღია“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

ამ წუთებში ევროპარლამენტში სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვლი გამოდის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S