
პრეზიდენტი: „რუსული სახელმწიფოს“ ჩამოყალიბება მიმდინარეობს ეტაპობრივად
18/12/2024 08:47:40 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ „რუსული გზით“ სვლა არჩევნებამდე დაიწყო
„ბევრს არ დაუნახავს და შესაძლოა, მეც ვერ დავინახე რუსული გზა „ქართული ოცნების“,- თქვა ზურაბიშვილმა და გაიხსენა 2019 წლის მოვლენები - რუსი კომუნისტი დეპუტატის ვიზიტი, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოთავსება, რასაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა მაშინ ქვეყანაში.
„კოვიდი იყო და მაშინ ეს უცნაური ინციდენტი მივიწყებას მიეცა“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ის შემდეგ ნაბიჯად განიხილავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით 2021 წელს მიღწეული შეთანხმების „ქართული ოცნების“ მხრიდან ანულირებას.
„ეს კიდევ ერთი ნათელი ნიშანი იყო, რომ ხდებოდა დაშორება რეფორმებისგან, რომელსაც ითხოვდა ევროკავშირი და ხდებოდა სხვა მიმართულებით მოძრაობა“,-თქვა ზურაბიშვილმა.
შემდეგ - 2022 წელს დაიწყო უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა, „25 თებერვალს 1921 წლის რუსული ოკუპაციის მონუმენტთან მივიდა და იქ განაცხადა, „საქართველოს არ აქვს განზრახვა, ჩაერთოს რუსეთის წინააღმდეგ სინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ეს ემყარება ჩვენ ეროვნულ ინტერესებსო“.
შემდეგ ნიშნდ განიხილავს პრეზიდენტი 2023 წელს „აგენტების კანონის“ პირველად გააქტიურებას; ასევე ანტიდასავლურ რიტორიკას, მაგალითად მოიყვანა იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, „პრემიერ-მინისტრი ადანაშაულებს ნატო-ს, რომ მან მოახდოინა ომის გახანგრძლივების პროვოცირება, თუ არა ომის დაწყების“.
„შემდეგ მოდის „რუსული კანონი“ მეორედ, რუსული რიტორიკა, საქართველოს მმართველის ივანიშვილის გამოსვლა, რომელიც ლაპარაკობდა „გლობალური ომის პარტიაზე“ და ადანაშაულებდა დასავლელ პარტნიორებს ყველაფერში ანტიდასავლური რიტორიკის, ბრალდებების ფონზე, თითქოს ევროპა და ამერიკა აპირებენ, ჩვენი იდენტობა, ღირებულებები წაგვართვან“,- თქვა ზურაბიშვილმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ „რუსული სახელმწიფოს“ ჩამოყალიბება მიმდინარეობს ეტაპობრივად, მაგრამ ნათლად გამოჩნდა, როდესაც ყველა ინსტიტუცია გადავიდა ერთი პარტიის კონტროლის ქვეშ: პარლამენტი, ევროვნული ბანკი ცესკო, ანტიკორუფციული სამსახური, საპენსიო ფონდიც კი, „სასამართლო მთლიანად „ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშაა საკონსტიტუციო სასამართლოს ჩათვლით“.
„მივედით ფაქტობრივად „რუსულ არჩევნებამდე“. ეს იყო არჩევნები, რომელიც გახლდათ მასობრივად გაყალბებული და ეს მაღალ დონეზე იყო გაკეთებული - ეს არ იყო თაღლითობა, რომელსაც ყოველთვის ვხედავთ არჩევნებზე“,- თქვა პრეზიდენტმა და ევროპელ პოლიტიკოსებს შეახსენა, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები გაცილებით ადრე დაიწყო, სრული კონტროლი გადაეცათ ადამიანებს, რომელღაც ნიშნავდა ცესკო და რომლებიც დანიშნულები იყვნენ არა იმ წესების მიხედვით, რასაც ევროკავშირი გვთავაზობდა, არამედ ხელისუფლების მიერ იყო განსაზღვრულ-დანიშნულები“. ახსენა ელექტრონული არჩევნების სპეფიურობა, "შავი ფული", „რუსული სტილის პროპაგანდა“, ძალადობა, მოქალაქეების დაშინება. პრეზიდენტმა ამ კონტექსტში ახსენა „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბილბორდებზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგების ამსახველი კადრების განთავსება და მასზე საზოგადოების აღშფოთება.
„ეს არ იყო ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილი - რუსული კვალი ეტყობოდა ამ პლაკატებს“,- დასძინა პრეზიდენტმა.
ასევე ისაუბრა, როგორ წარიმართა სასამართლო დავები, საარჩევნო უბნების საზღვარგარეთ გახსნის პრობლემურობა, ხმის ფარულობა.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ "არჩევნების შემდეგ ვხედავთ გაძლიერებულ, დაჩქარებულ მოძრაობას რუსეთის გზაზე".