Accentnews.ge
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები აქციებზე ნაცემი და დაკავებული მოქალაქეების პროცესებს ესწრებიან

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები აქციებზე ნაცემი და დაკავებული მოქალაქეების პროცესებს ესწრებიან

18/12/2024 09:57:19 პოლიტიკა, საზოგადოება

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები თბილისის საქალაქო სასამართლოში კვლავ მივიდნენ სასამართლო პროცესებზე დასასწრებად.

ესტონეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ნიდერლანდებისა და დანიის საელჩოების წარმომადგენლები 30 ნოემბერს აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული და დაშავებული ბიზნესმენის ავთანდილ კუჭავას სასამართლო პროცესს დაესწრებიან.

ავთანდილ კუჭავას ადვოკატის ტატა ჭანკვეტაძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებით ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი - ცემის ეპიზოდი იმდენად მძიმე იყო, დაკავებულის იზოლატორში გადაყვანა ვერ მოხერხდა და ის პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. აქციის მონაწილემ მიიღო ტვინის შერყევა, წინა მხრის ძვლის მოტეხილობა. მას ამ დროისთვისაც წოლითი რეჟიმი აქვს.

ავთანდილ კუჭავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S