Accentnews.ge
"აქცენტის" ინფორმაციით, ლიეტუვას მიერ სანქცირებული შალვა თადუმაძე სტრასბურგში აპირებს დავას

"აქცენტის" ინფორმაციით, ლიეტუვას მიერ სანქცირებული შალვა თადუმაძე სტრასბურგში აპირებს დავას

18/12/2024 10:23:40 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი, ყოფილი მთავარი პროკურორი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ამავე სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე შალვა თადუმაძე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აპირებს მისი სანქცირების საკითხის გასაჩივრებას. აღნიშნული ირკვევა "ქართული ოცნების" მთავრობის წევრის, საქართველო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მაკა ბოჭორიშვილისთვის მიწერილი წერილიდან, რომელიც "აქცენტმა" მოიპოვა.

წერილის მიხედვით, თადუმაძე უკმაყოფილოა ლიეტუვას მიერ ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევისთვის სანქცირებულ პირთა სიაში მოხვედრით. მოუწოდებს ბოჭორიშვილს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბაროს ლიეტუვის ელჩი და ამ შეხვედრას დაასწრონ თავადაც.

"ჩემი თქვენდამი თხოვნისა და ელჩთან შეხვედრის აუცილებლობას განაპირობებს ის გარემოება, რომ სამომავლოდ დაგეგმილი მაქვს, მივმართო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ლიეტუვის წინააღმდეგ“,- ვკითხულობთ წერილში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S