Accentnews.ge
გიორგი ვაშაძე: პირი, რომელიც ბასრი საგნით თავს დამესხა, იდენტიფიცირებულია

გიორგი ვაშაძე: პირი, რომელიც ბასრი საგნით თავს დამესხა, იდენტიფიცირებულია

18/12/2024 11:08:50 პოლიტიკა

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პირი, რომელიც გუშინ მას თავს დაესხა, იდენტიფიცირებულია.

მისი თქმით, "შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს სახრახნისი და ლიფტის ჩიპი, რომლითაც გაირკვა, რომ თავდამსხმელი 1976 წელს დაბადებული, ვაზისუბანში მცხოვრები დავით ედიშერაშვილია".

ვაშაძის განცხადებით, "მასზე თავდასხმა იურისტების შეფასებით კვალიფიცირდება, როგორც მკვლელობის მცდელობა, რადგან თავდამსხმელს სახრახნისით მისთვის დაზიანებების მიყენების რამდენიმე მცდელობა ჰქონდა".

როგორც ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მას დაზიანებები აქვს თავის არეში, ასევე სამედიცინო დასკვნით, აღენიშნება ქვედა ყბის ღია ჭრილობა.

"მოქალაქეების მხრიდან შეტყობინება შევდა 112-ზე. საათნახევარი ველოდეთ, რომ მოსულიყო ვინმე სამართალდამცავი უწყების მხრიდან, შემდეგ კი დამიკავშრდა გამომძიებელი, სახელად გიორგი, რომელმაც მითხრა, რომ 10 წუთში ადგილზე მოვიდოდა. კიდევ 10 წუთში კი კვლავ დამიკავშირდა სხვა პირთან ერთად და მითხრა, რომ მოსვლას არ აპირებდა, რაც კანონდარღვევაა. იქვე იდგა საპატრულო ეკიპაჟი. მათ მხრიდან არ მომხდარა რეაგირება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი განცხადებით, „ამ ყველაფრის დამკვეთი ივანიშვილის რეჟიმია”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S