კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები რიჩარდ ლინკლეიტერის ფილმებით გრძელდება

19-02-2020 12:14:49 საზოგადოება ,რეკლამა

კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები გრძელდება. კინოკოლექციის მარათონი 21 თებერვლიდან რიჩარდ ლინკლეიტერის ტრილოგიით განახლდება.

აფიშა:

· 21 თებერვალი - „მზის ამოსვლამდე“

· 22 თებერვალი - „მზის ჩასვლამდე“

· 23 თებერვალი - „შუაღამემდე“

კინოთეატრ „ამირანისა“ და თიბისი სტატუსის თანამედროვე კინოკლასიკის პროექტის ფარგლებში ეკრანი უკვე დაეთმო კვენტინ ტარანტინოს, ვუდი ალენის, მარტინ სკორსეზეს, სტენლი კუბრიკის შემოქმედებას.

ერთობლივი კინოკოლექცია ისეთი რეჟისორების უკვდავი ფილმებით შეივსება, როგორებიც არიან: პოლ ტომას ანდერსონი, ალფრედ ჰიჩკოკი, მიქელანჯელო ანტონიონი, ტიმ ბარტონი, ტერენს მალიკი, მილოშ ფორმანი, ვიმ ვენდერსი, ინგმარ ბერგმანი და სხვა.

კინოსეანსები 200:00 საათზე დაიწყება და ინგლისურ ენაზე ჩატარდება.

თიბისი სტატუსის მომხმარებლები ბილეთის შეძენისას tkt.ge-ზე 20%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები