Accentnews.ge
ავთანდილ კუჭავა: "ნიღბიანები წიხლებით მირტყამდნენ, ორჯერ დავკარგე გონება, მხარი მაქვს მოტეხილი და 18 დღეა ვწევარ"

ავთანდილ კუჭავა: "ნიღბიანები წიხლებით მირტყამდნენ, ორჯერ დავკარგე გონება, მხარი მაქვს მოტეხილი და 18 დღეა ვწევარ"

18/12/2024 11:30:05 საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენის ავთანდილ კუჭავას ადმინისტრაციული საქმის განხილვა გადადო.

კუჭავას თქმით, იგი 30 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა სცემეს.

ავთანდილ კუჭავა "ტვ პირველთან" საუბრისას ამბობს, რომ სასამართლომ საქმის განხილვა მის გამოჯანმრთელებამდე გადადო.

მან ტელეარხის ეთერში 30 ნოემბერს მომხდარზე ისაუბრა

ირკვევა, რომ მასთან ერთად ნაცემია მისი მეგობარიც.

"ჩემი მეგობარი თვალთახედვიდან რომ დავკარგე, უკან მოვიხედე და უკვე ძირს ეგდო, ნაცემი იყო. ხელითაც კი არ ვეჭირე მე რობოკოპს, მე თვითონ მივყვებოდი. პარლამენტთან რომ მივედი მაშინ მომვარდნენ შავებში გადაცმული სპეცრაზმელები, ჯერ ჩემს მეგობარს მივარდნენ, მერე მე დამიწყეს ცემა, ერთხელ გავითიშე, მერე თვალი რომ გავახილე, ძირს ვეგდე და ვიღაც ზემოდან მეფარებოდა, იმასაც ურტყამდნენ, თვალი რომ გავახილე მაგ დროს დავინახე რომ ბატუტი მოფრინავდა ჩემი სახის წინ, კიდევ გავითშე, მერე თვალები რომ გავახილე, ჯებირთან ვეგდე უკვე, თავბრუ მეხვეოდა და ვერაფერს ვერ ვგრძნობდი. ვიღაცამ ჩამოაირა და წიხლი და ჩამიმატა და ზედამხრის მოტეხილობა მაქვს, თურმე გემატომები მქონია თავზე და 18 დღეა ვწევარ. გდდ-ს თანამშრომლები იყვნენ, როგროც ვხდები, იმიტომ, რომ ისინი არიან მხოლოდ იდენტიფიკაციის გარეშე. ქალის ხმაზე რატომ არ დაიშალეთო. მაგ ხმაზე საერთოდ არ ვიყავი მანდ. თუ მე ვარ კრიმინალი, მე დაწოლილზეც უნდა გამასამართლონ. თუ მე უდანაშაულო ვარ, მაშინ დაწოლილზეც უნდა მითხრან, რომ უდანაშაულო ვარ. მორალური სიმშვიდე ნამდვილად არ არის ის, რომ მოდი ახლა წევხარ და ფეხზე რომ ადგები, შემდეგ გაგასამართლეთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატებმა პირველწყაროდან მიიღონ ინფორმაცია", - განაცხადა კუჭავამ.

შემდეგი სხდომა 15 იანვარს ჩაინიშნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S