
მირიამ ლექსმანი: ქართველ ხალხს სიტყვითაც და საქმითაც მხარი უნდა დავუჭიროთ
18/12/2024 11:59:44 პოლიტიკა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნამდვილი პატრიოტია, - ასე ეხმაურება სლოვაკი ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას.
„ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა დიდი პატივი და პრივილეგია იყო. ის ნამდვილი პატრიოტია. ქართველ ხალხს, როცა ისინი თავიანთ თავისუფლებას იცავენ, სიტყვითაც და საქმითაც მხარი უნდა დავუჭიროთ“, - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.