Accentnews.ge
ალან ბერსე - ომბუდსმენს: თქვენი სამუშაო აუცილებელია პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის ცნობებისა და უსაფუძვლო დაპატიმრებების გამოძიების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ევროპის საბჭო თავის როლს შეასრულებს

ალან ბერსე - ომბუდსმენს: თქვენი სამუშაო აუცილებელია პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის ცნობებისა და უსაფუძვლო დაპატიმრებების გამოძიების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ევროპის საბჭო თავის როლს შეასრულებს

18/12/2024 13:36:35 პოლიტიკა, საზოგადოება

18 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა.

ომბუდსმენის აპარატის შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, პოლიტიკურ პოლარიზაციაზე,სამართალდამცავთა მიერ აქციის მონაწილეთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე და ზოგადად შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

სახალხო დამცველმა სტუმარს აპარატის საქმიანობა გააცნო დაკავებულთა დადაკავებისას დაშავებულთა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

თავის მხრივ ევროპის საბჭოს გენმდივანმა შეხვედრას "ძალიან საინტერესო" უწოდა და ხაზი გაუსვა აპარატის მნიშვნელობას პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის ცნობებისა და უსაფუძვლო დაპატიმრებების გამოძიების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფაში.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველთან. თქვენი სამუშაო აუცილებელია პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის ცნობებისა და უსაფუძვლო დაპატიმრებების გამოძიების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ევროპის საბჭო თავის როლს შეასრულებს“, - წერს ალან ბერსე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S