ჩეხეთი რუსებს მოქალაქეობის მიღებას მნიშვნელოვნად უზღუდავს

18-12-2024 20:13:15 ევროპა ,მსოფლიო

ჩეხეთის დეპუტატების პალატამ საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც, მათ შორის, რუსებს მნიშვნელოვნად უზღუდავს ჩეხეთის მოქალაქეობის მიღებას.

დამტკიცებული შესწორებით, რუსეთის მოქალაქეები, გარკვეული გამონაკლისებით, ვერ შეძლებენ ჩეხეთის მოქალაქეობის მიღებას რუსეთის მოქალაქეობის დათმობის გარეშე. ამასთან, შესწორება ითვალისწინებს 15 წელზე მეტი ასაკის რუსების განაცხადების განხილვის სრულ შეჩერებას განუსაზღვრელი ვადით - მათ შორის განაცხადების, რომლებიც ამ დროისთვის არის წარდგენილი.

გამონაკლისები დაიშვება პირებისთვის, რომლებმაც ჩეხეთში თავშესაფარი მიღეს და ასევე მათთვის, ვინც, ქვეყნის მმართველთა შეფასებით, მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს. გამონაკლისები ითვალისწინებს ჰუმანიტარულ მიზეზებსაც.

ახლა დოკუმენტი სენატს გადაეგზავნება განსახილველად, რის შემდეგაც მას ჩეხეთის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი. მოელიან, რომ შესწორება ძალაში 2025 წლის თებერვლიდან შევა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები