
რუსეთის როსტოვის რეგიონი დაექვემდებარა სარაკეტო თავდასხმას - გუბერნატორი
18/12/2024 16:17:18 მსოფლიო
რუსეთის როსტოვის რეგიონი დაექვემდებარა სარაკეტო თავდასხმას - აცხადებს გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იური სლიუსარი.
მისი მტკიცებით, იერიშისას ჩამოგდებულ იქნა 10 რაკეტა.
როგორც იუწყებიან, მალაია კამენკის დასახლებულ პუნქტში რაკეტების ნამსხვრევებისგან ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ სახლს, დაზიანდა ახლოს მდებარე კიდევ რამდენიმე ნაგებობა, სხვა ეზოში რაკეტის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. წინასწარი მონაცემებით მსხვერპლი არ არის.
ნოემბრის შუა რიცხვებში სლიუსარი აცხადებდა, რომ უკრაინის გრძელი მასშტაბის რაკეტებისგან დარტყმის საფრთხე ვრცელდებოდა როსტოვის ოლქის ყველა ობიექტზე.
11 დეკემბრის ღამეს უკრაინის რაკეტებმა ტაგანროგზე განახორციელეს იერიში.