Accentnews.ge
პოლიციელი: მინდა, მადლობა გადავუხადო რუსთაველზე შეკრებილ საზოგადოებას - ისინი იბრძვიან საქართველოსთვის

პოლიციელი: მინდა, მადლობა გადავუხადო რუსთაველზე შეკრებილ საზოგადოებას - ისინი იბრძვიან საქართველოსთვის

18/12/2024 16:48:20 საზოგადოება

პატრულ-ინსპექტორი, მესაზღვრე-კონტროლიორი გიორგი გოგინაშვილი ამბობს, რომ ამ დრომდე არ არის დაკმაყოფილებული მისი განცხადება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.

„მინისტრს ჯერ კიდევ არ მოუწერია ხელი ჩემს პატაკზე და ამ წუთასაც ვითვლები პოლიციის თანამშრომლად“,- თქვა გოგინაშვილმა.

პოლიციელმა „ტვ პირველს“ ინტერვიუ რუსთაველის გამზირზე მისცა, სადაც ამ დროისთვის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მან განმარტა, რომ სტატუსიდან გამომდინარე მას კანონით ეკრძალება შეკრება-მანიფესტაციაში მონაწილეობის მიღება, პოლიტიკური განცხადებების კეთება, მაგრამ არ მეკრძალება რუსთაველის გამზირზე „სეირნობა, თუნდაც ნაძვის ხის სანახავად მისვლა“ - "ამ უფლებით ვსარგებლობ და ამიტომ ვარ აქ".

აქვე მან მადლობა გადაუხადა რუსთაველზე „შეკრებილ საზოგადოებას“:

„მინდა, მადლობა გადავუხადო აქ შეკრებილ საზოგადოებას, ისინი სარგებლობენ უფლებით, მიიღონ მონაწილეობა მშვიდობიან პროტესტში და იბრძვიან საქართველოსთვის, საქართველოს კეთილდღეობისთვის. თითოეულ მათგანს მადლობა ამისთვის“.

ის დეტალურ საუბარს მოერიდა კვლავ მისი ამჟამინდელი სტატუსიდან გამომდინარე, თუმცა თქვა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - და 78-ე მუხლი უნდა იყოს დაცული, ხოლო მისი არგათვალისწინება დარღვევაა.

დეკემბრის დასაწყისში გოგინაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:

"30 ნოემბერი, 1 დეკემბერი დასვენების დღეები მქონდა, 02 დეკემბერს გამოვცხადდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სადაც ვმუშაობ პატრულ-ინსპექტორი, მესაზღვრე-კონტროლიორის პოზიციაზე, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება და მივმართე შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს პატაკით, განმათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან და დამითხოვოს შსს-დან“.

ის ამბობს, რომ მას შემდეგ სამსახურში არ გამოცხადებულა და გენინსპექციაშიც დაიბარეს გამოკითხვაზე ამის გამო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S