Accentnews.ge
დღე 21 - პროტესტი გრძელდება თბილისსა და სხვა ქალაქებში

დღე 21 - პროტესტი გრძელდება თბილისსა და სხვა ქალაქებში

18/12/2024 17:40:10 საზოგადოება

რუსთაველის გამზირზე 21-ე დღეა პროევროპული აქცია მიმდინარეობს.

დღეს, მოქალაქეებმა სხვადასხვა ლოკაციაზე დაგეგმეს მარში, 20:00 საათზე კი ყველა მსვლელობა რუსთაველის გამზირზე გაერთიანდა.მსგავსი მსვლელობები დაგეგმილია მომდევნო დღეებშიც.

განათლების სამინისტროდან პარლამენტამდე მსვლელობა გამართეს ევროპული ფონდების ყოფილმა სტიპენდიატებმა; პირველი რესპუბლიკის მოედნიდან მრავალფეროვნების მარში გაიმართა, განათლების სამინისტროდან - მასწავლებლების მარში.

ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

აქციები იმართება სხვა ქალაქებშიც, მათ შორის, ბათუმში, ზუგდიდში, გორში.

ქვეყანაში პროტესტი არ წყდება მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S