18-12-2024 22:58:48 ევროპა
პოლონეთში სასამართლომ 21 წლის რუსი ჰოკეისტი მაქსიმ სერგეევი ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო და 2 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ L'Equipe წერს.
ის რუსეთში 2025 წლის 26 მაისს იქნება დეპორტირებული, მანამდე სასჯელს პოლონურ ციხეში მოიხდის.
მედიის ცნობით, ჰოკეისტი თამაშობდა პოლონეთის გუნდ "ზაგლებიეში", საიდანაც უს სარეზერვო გუნდში გაგზავნეს. ამის შემდეგ სერგეევს "ტელეგრამის" მეშვეობით შესთავაზეს "დამატებითი ფულის გამომუშავება". L'Equipe-ის ცნობით, ეს იყო რუსეთის FSB-ის თანამშრომელი. პირველ ეტაპზე სპორტსმენს დაევალა სოციალურ ქსელებში პოლიტიკური განცხადებების გამოქვეყნება.
მაგალითად, ერთ-ერთი მითითება იყო, დაწერა, რომ უკრაინის ომი „პოლონელ ხალხს არ ეხება“. მან პოსტისთვის მცირე ანაზღაურება კრიპტოვალუტაში მიიღო. შემდეგ სერგეევს დაევალა, მოეძებნა და გადაეღო სტრატეგიული ადგილები, რომლებიც დაკავშირებულია პოლონეთის არმიასთან ან ნატოს ძალებთან. საბოლოოდ, სერგეევი შეიყვანეს მინიმუმ 16 მონაწილისგან შემდგარ ჯგუფში, რომლებსაც დაჰპირდნენ 10 ათას დოლარს მატარებლის აფეთქებისთვის, რომელსაც უკრაინისთვის იარაღი და ჰუმანიტარული დახმარება გადაჰქონდა.