წულაძე: რაც თეატრები გავიდა ქუჩაში, ეტყობა, ხელისუფლებამ დაიწყო არტისტობა, ოღონდ ძალიან რთული ჟანრი აირჩიეს

18-12-2024 23:09:46 საზოგადოება ,ციტატა

„აქამდე რაღაც ლოგიკას ვხედავდი და ბოლო ორი დღის ფაზა გავიდა ასტრალში...რაც თეატრები გავიდა ქუჩაში, ეტყობა, ხელისუფლებამ დაიწყო არტისტობა, ოღონდ ძალიან რთული ჟანრი აირჩიეს, ძალიან ფანტასმაგორული...რა პიესას თამაშობენ, ძალიან ძნელი გასაგებია. კაფკაა ეს თუ...მე მგონი, გოგოლის „ცხვირი“ - ძალიან ჰგავს: თუ გახსოვთ, ჩინოვნიკი კარგავს ცხვირს, დაიწყებს ძებნას და მისი ცხვირი აღმოჩნდება გენერლის ფორმაში, ვერ უბედავს მას, ეს უთხრას და იწყებს საკუთარი ცხვირის მსახურებას. ეს შეგრძნება მაქვს - სხეული დაიშალა, სხვადასხვა ორგანოები გახდნენ ბელადები, დადგნენ ტრიბუნებთან და ქადაგებენ - ყველა ორგანო, გარდა ტვინისა. მგონია, რომ ტვინი ისვენებს... რა პიესაა ეს, რა მიზანი აქვს, რა ლოგიკაა, ვერ ვხვდები“,- ამბობს რეჟისორი ლევან წულაძე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები