Accentnews.ge
გაერთიანებული სამეფო უკრაინას 286 მლნ დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის

გაერთიანებული სამეფო უკრაინას 286 მლნ დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის

19/12/2024 06:01:44 მსოფლიო

გაერთიანებულმა სამეფომ განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით 225 მილიონი გირვანქა სტერლინგის (286 მილიონი დოლარის) ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის, რათა მას რუსეთის წინააღმდეგ ომში დაეხმაროს, -იუწყება Reuters.

მისი ცნობით, 92 მილიონი გირვანქა სტერლინგი მოხმარდება აღჭურვილობას უკრაინის საზღვაო ფლოტის გასაძლიერებლად, 68 მილიონი – თავდაცვის აღჭურვილობას, 26 მილიონი – უკრაინისთვის ადრე მიწოდებული სისტემების მხარდაჭერასა და სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას მოხმარდება, 39 მილიონი კი – დრონების საწინააღმდეგო 1 000 რადიო-ელექტრონული ომის სისტემის და უკრაინის შეიარაღებული ძალების დამცავი შესაძლებლობების გასაძლიერებლად რესპირატორებისა და აღჭურვილობის ერთობლივ შესყიდვას.

ბრიტანეთმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით სამხედრო წვრთნებს შესთავაზებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S