
მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის მუხრანის ვახუშტი ბატონიშვილის სახელობის ბიბლიოთეკაში ილია ჭავჭავაძის 187 წლის იუბილესთან დაკავშირებით თემატური საღამო გაიმართა
29/11/2024 15:41:40 რეგიონები, რეკლამა
28 ნოემბერს მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის მუხრანის ვახუშტი ბატონიშვილის სახელობის ბიბლიოთეკაში, ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის 187 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა თემატური საღამო ,,დრო გაჩერდა”.
მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ცნობით, მოსწავლე-ახალგაზრდებმა გაიხსენეს მწერლისა და პოეტის, სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული, ეროვნული მოძრაობის სულის ჩამდგმელი საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის შემოქმედება და მოღვაწეობა, ხაზი გაუსვეს იმ მთავარ პრინციპებს, რომელთათვისაც ილია მთელი ცხოვრების განმავლობაში იბრძოდა და იცავდა.წაიკითხეს ნაწყვეტები ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტური წერილებიდან. ასევე, წარმოადგინეს და გააცოცხლეს პერსონაჟები მოთხრობიდან ,,კაცია-ადამიანი?!”.
ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, საღამოს ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორი შორენა არჯევანიძე, მოადგილეები - თენგო ხუციშვილი, მეგი მამალაძე, სამხარეო ადმინისტრაციის ადგოლობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი რუსუდან ძიძიშვილი, ცენტრის თანამშრომლები.
დასასრულს, ცენტრის მიერ ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლება-შევსების ფარგლებში, ბიბლიოთეკას წიგნები (თანამედროვე, ბესტსელერი,კლასიკური და მხატვრული ლიტერატურა) გადაეცა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021