
ზელენსკი: უკრაინისა და რუსეთის საკითხებში ტრამპის მომავალი სპეციალური წარმომადგენელი კიევში ჩავა
19/12/2024 07:58:47 მსოფლიო
უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომავალი სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი კიევში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
ზელენსკის ინფორმაციით, კიტ კელოგი კიევს ტრამპის ინაუგურაციამდე ეწვევა.
"ვიზიტი შედგება იანვრის დასაწყისში. ჩვენ ველოდებით ბატონ კელოგს და მაშინ ვისაუბრებთ, რას გულისხმობს ან რას გულისხმობდა", - თქვა ზელენსკიმ.