Accentnews.ge
ვაშაძე: ჩვენი ინფორმაციით, საქართველოში წამების კომიტეტი ჩამოვა

ვაშაძე: ჩვენი ინფორმაციით, საქართველოში წამების კომიტეტი ჩამოვა

19/12/2024 08:58:52 პოლიტიკა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ ევროსაბჭოს დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან თქვა, რომ მისი ინფორმაციით, "საქართველოში წამების კომიტეტი ჩამოვა, რომელიც დამატებით შეისწავლის იმ ბრუტალური წამების ფაქტებს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა".

მისი თქმით, ევროსაბჭოს დელეგაციასთან შეხვედრაზე წამების კომიტეტთან დაკავშირებითაც იყო საუბარი.

  • „პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი - მკაფიო განცხადება იყო მისი [ალენ ბერსეს] მხრიდან, რომ არანაირი ლეგიტიმაციის საკითხთან დაკავშირებით ის აქ არ არის და ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს ვერანაირი თვითმარქვია რეჟიმის ლეგიტიმაციას. ეს განსაკუთრებით პროპაგანდისტული მედიის საყურადღებოდ.
  • მეორე - არ აპირებს შეხვდეს ყაველაშვილს.
  • მესამე - რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან კარგად იცის, რომ მისი ამ ვიზიტის გამოყენება ხდება სიყალბისთვის თვითმარქვია რეჟიმის მხრიდან.
  • მეოთხე - აუცილებლად, ჩვენი ინფორმაციით, ჩამოვა წამების კომიტეტი, რომელიც დამატებით შეისწავლის იმ ბრუტალური წამების ფაქტებს, რომელიც ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“.
  • მეხუთე - კონკრეტული საქმეებითაც იყო დაინტერესება, მათ შორის, ჩემზე თავდასხმის ფაქტზე. მათი აზრითაც, ეს სისხლის სამართლის კოდექსით კვალიფიცირდება როგორც მკვლელობის მცდელობა. ამ საქმეზე იყო განსაკუთრებული ინტერესი იმიტომ, რომ ეს არის თავისთავად ახალი რანგის დანაშაულებრივი ქმედება რეჟიმის მხრიდან. დაინტერესდნენ, ეს ადამიანი, რომელიც იდენტიფიცირებულია, არის თუ არა დაკავებული. მე ვუთხარი, რომ არათუ დაკავებული, მტკიცებულებები, რომლითაც მოხდა თავდასხმა, კვლავ ჩემთან არის, იმიტომ, რომ არანაირი გამოძიება ამაზე არ მიმდინარეობს და მთხოვეს, რომ მეტი დეტალი იყოს ამასთან დაკავშირებით გადაგზავნილი".

გარდა ამისა, ვაშაძემ აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოში მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით სრულად არის ინფორმირებული.

მისივე თქმით, იანვარში შეიძლება, დამატებითი ვიზიტი შედგეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S