Accentnews.ge
ელენე ხოშტარია: პოლიტპატიმრების მონახულების გარეშე ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტი არასწორია, მათთან შეხვედრაზე არ მივდივარ

ელენე ხოშტარია: პოლიტპატიმრების მონახულების გარეშე ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტი არასწორია, მათთან შეხვედრაზე არ მივდივარ

19/12/2024 09:06:01 პოლიტიკა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ევროპის საბჭოს დელეგაციის ვიზიტი "პოლიტპატიმრების მონახულების გარეშე, არასწორია", შესაბამისად, შეხვედრაზე არ მიდის. დელეგაცია დილიდან ხვდება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.

ის ხაზს უსვამს, რომ ევროპის საბჭოს მთავარი მანდატი სწორედ ადამიანის უფლებებია.

“გუშინ გავაკრიტიკე ევროსაბჭოს ვიზიტის ფორმატი. განმარტება მინდა, გავაკეთო.

1. ევროსაბჭო არაა ქვეყანა, ორგანიზაციაა და არანაირ აღიარებასთან კავშირი არ აქვს. წევრები ვართ მანდ. „ოცნება” იყენებს პროპაგანდაში და სამწუხაროა, რომ ამის საშუალება მისცეს.

2. მათი მთავარი მანდატი ადამიანის უფლებებია. პოლიტპატიმრებთან არმისვლა, ციხეში არ შესვლა ამ მომენტში, მათ მეორე დიდ შეცდომად მიმაჩნია.

სრული პატივისცემით, მაგრამ ამ მიზეზების გამო შეხვედრაზეც არ მივდივარ.

ხდება ხოლმე, რომ ორგანიზაციები ცდებიან, ამაზე ლაპარაკი არ „ტეხავს”, მთავარი ჩვენი პოზიციების სიმყარე და პრინციპულობაა. პოლიტპატიმრების მონახულების გარეშე ეს ვიზიტი არასწორია!” - წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S