Accentnews.ge
ჩხაიძის ცნობით, ბოლო ორ კვირაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი გაორმაგდა

ჩხაიძის ცნობით, ბოლო ორ კვირაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი გაორმაგდა

19/12/2024 09:27:26 საზოგადოება

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბოლო ორ კვირაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი გაორმაგდა.

"44-ე კვირიდან ფიქსირდება საქართველოში გრიპის შემთხვევები, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 3 კვირის განმავლობაში ეს მონაცემები აღმავალ მრუდზეა. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს მატება შემდეგ კვირებშიც გაგრძელდება. ასევე, გვაქვს მოლოდინი, რომ იანვრის თვე იქნება გამორჩეული - პიკის მოლოდინი დეკემბერ-იანვრის პერიოდში გვაქვს. თუმცა, ეს სტატისტიკა ექვემდებარება ანალიზს",- თქვა ჩხაიძემ.

მისი თქმით, ჭარბობს "ღორის გრიპი".

"ბოლო 2 კვირაში, 49-ე კვირას, გრიპის დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი 12% იყო, 50-ე კვირას, დეკემბერში 2-ჯერ მეტი გვაქვს. დღეს საქართველოში, გრიპის შემთხვევების რაოდენობა 25%-ია. გრიპი დომინანტურია ახლა ქვეყანაში. თუ წინა კვირებში ძირითადად "ა" ტიპის ვირუსი გვქონდა, ახლა გამოჩნდა "ბ" ტიპის ვირუსი. 25%-დან 2% არის „ბე“ ტიპის. ყველაზე მეტი მაინც არის H1N1, კარგად ცნობილი "ღოპის გრიპი". ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება H1N1 ვირუსიდან გამომდინარე",- ამბობს ჩხაიძე და დასძენს, რომ იაშვილის კლინიკაში ამჟამად "ყველაზე ბევრი პაციენტი წევს რესპირაციული ვირუსით".

"მათი აბსოლუტური უმრავლესობა გრიპის ვირუსია. შემთხვევათა 30-40%-ში ვითარდება ფილტვების ანთება. ძალიან ბევრი ბავშვი წევს იაშვილის კლინიკაში ფილტვების ანთებით, ბევრ ბავშვთან დაგვჭირდა ანტივირუსული პრეპარატის გამოყენება. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც გაზრდილია გრიპის შემთხვევების მატების ხარჯზე", - თქვა ჩხაიძემ მედიაცენტრ "მთავარში".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S