
ლუქსემბურგის პრემიერი - საქართველოზე: ეს არ არის ის დემოკრატია და კანონის უზენაესობა, რომელიც ევროკავშირთან ახლოს და ევროპულ მიწაზე გვსურს
19/12/2024 09:32:27 პოლიტიკა
ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა ლუკ ფრიდენმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე, რომელზეც საქართველოს შესახებაც იმსჯელებენ, მედიასთან გააკეთა კომენტარი.
მან ხაზი გაუსვა, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, არ არის ის ის დემოკრატია, რომელიც ევროპის მიწაზე სურთ.
„საქართველოში განვითარებული მოვლენებით საკმაოდ შეწუხებულები ვართ - ეს არ არის ის დემოკრატია და კანონის უზენაესობა, რომელიც ევროკავშირთან ახლოს და ევროპულ მიწაზე გვსურს. ყველას მოვუწოდებთ, ვისაც საქართველოსთვის პროევროპული გზა სურს, რომ პირველ რიგში, ის ფუნდამენტური თავისუფლებები, რომლებიც ჩვენ გვჯერა, ევროპის კონტინენტზე ყველგან დაცული უნდა იყოს. ასე რომ ჩვენ ვითარებას თვალს ყურადღებით ვადევნებთ და მოვუწოდებთ ქართველ ლიდერებს, რომ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს პატივი სცენ“, - განაცხადა ლუკ ფრიდენმა.